logo
ENG



ვოლსკი: საქართველო [ნეიტრალიტეტზე] საუბარს ვერ და არ დაიწყებს

22 მარ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: საქართველო [ნეიტრალიტეტზე] საუბარს ვერ და არ დაიწყებს

პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს ვერ და არ დაიწყებს.

"საქართველო [ნეიტრალიტეტზე] საუბარს ვერ და არ დაიწყებს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში", - თქვა მან ჟურნალისტებთან.

ვოლსკის განცხადებით, ნატოს წევრობის პროცესი, შესაძლოა, დროში გაიწელოს, მაგრამ, მისივე თქმით, ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია არ უნდა შეცვალოს.

 


close დახურვა